სავარაუდოდ, Ferrari ბაზარზეTarga-ს აბრუნებს

 როდესაც Ferrari-მ 458 Italia-ს ჩანაცვლების მიზნით 488 GTB გამოუშვა, მისმა დასაკეცი ზედაპირის განლაგებამ გააჩინა ეჭვები, რომ კომპანია ბაზარზე დააბრუნებდა GTS moniker-ის კაბრიოლეტ ვერსიას. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ახალ მოდელს 488 Spider-ი უწოდეს და იგი წინამორბედთა ნომენკლატურას ატარებდა.



თუმცა, როგორც ახალი საპატენტო განაცხადი მიუთითებს, შესაძლოა, მუშაობა მიმდინარეობს ახალ Targa-ზე. გამოცემა AutoGuide-ის ცნობით, Ferrari-მ განაცხადი შეიტანა ახალი ღია სახურავის დიზაინის პატენტზე. მისივე ცნობით, მექანიზმი მარტივი იქნება, „კუპე, რომელსაც აქვს მოსახსნელი უდრეკი სახურავი“.

საპატენტო მონახაზები აშკარად ეფუძნება F430-ს, მოდელს, რომელიც თავის დროზე 458-მა ჩაანაცვლა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, დღევანდელი 488-ით შეცვალეს. მაგრამ როგორც ჩანს, ის შუა ძრავიან V8 მოდელს გამოიყენებს.

შეუძლებელია იმის გადაჭრით თქმა, იქნება თუ არა ეს მოდელი 488. შესაძლებელია ისიც, რომ ის შეზღუდული წარმოების მოდელი იყოს, ანდაც ერთი მომხმარებლის მიერ შეკვეთილი მოდელი. მაგრამ თუ ის სერიულ წარმოებაში ჩაეშვება, ალბათ უნდა ველოდოთ, რომ ახალი 488 მოთავსდება სადღაც 88 GTB-სა და 488 Spider-ს შორის.

ბოლო ასეთი მოდელი Ferrari-მ ბოლოს F355 GTS-ს სახით წარმოადგინა, რომელიც GTB coupe-სა და Spider კაბრიოლეტთან ერთად გამოდიოდა. მისი წარმოება 1999 წელს შეწყდა.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია