მიმდინარე ვაკანსიები
მიმდინარე ვაკანსიები

გალფში, ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

  • თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი;
  • თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც გალფია;
  • თუ გსურთ, შეუთავსოთ სწავლას ან სამსახურს ახალი სამსახური;
  • თუ გჭირდებათ ფინანსური დამოუკიდებლობა ან დამატებითი შემოსავალი;
  • თუ ეხლა იწყებთ ან გაქვთ სურვილი, შეიცვალოთ სამუშაო პერსპექტივა;

გეძლევათ შესაძლებლობა, დაიწყოთ მუშაობა ავტო-გასამართი სადგურის კლიენტთა მომსახურების ოპერატორისა და მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე საქართველოს მასშტაბით.

 

გამოცდილებისა და კვალფიკაციის მიუხედავად,  კომპანია უფასოდ უზრუნველყოფს თქვენს გადამზადებასა და სერტიფიცირებას გალფის სკოლაში. სწავლება მიმდინარეობს 3 დღე, ხოლო პრაქტიკა - 2 კვირა.

 

 

აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმების მსურველთათვის, ჩვენი შემოთავაზება, მათ შორის, მოიცავს: დროულ ფიქსირებულ ხელფას; ბონუსს, რომლის ოდენობაც მთლიანად დამოკიდებულია მონდომებასა და ძალისხმევაზე; სტაჟის მიხედვით ხელფასის ზრდასა და დამატებით კომპენსაციას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს, დაზღვევასა და ზედმეტად ნამუშევარი დროის ანაზღაურებას. 

 

და რაც ყველაზე მთავარია! თუ გაქვთ პროფესიული წინსვლის მოტივაცია, გალფში ყველა პირობაა შექმნილი კადრების კარიერული ზრდისათვის.

 

ჩვენი შემოთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ ვაკანსიის დეტალები და შეავსოთ განაცხადის ფორმა:







 

 

 

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ გამოცხადებულ რომელიმე წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
ანიჭებთ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.
 
* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიაში“ თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
© სან პეტროლიუმ ჯორჯია