ამერიკული ზაფხული გალფისგან
15 ივნისი 2021
https://gulf.ge/uploads/promo_news/108/ge/wide/db23f2d790462024a47a50394e553a79.jpg

გალფი გთავაზობთ ტრადიციულ წამახალისებელ გათამაშებას „ამერიკული ზაფხული გალფისგან!“. გათამაშება გაგრძელდება სამი თვით, 15 ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით და ყოველ თვეს გათამაშდება სამი ავტომობილი უახლესი Ford Ranger, Apple-ის ტექნიკის ცხრა ნაკრები და ცხრა ცალი 1 ტონა საწვავის ვაუჩერი და მეამას კომპლექტი [ყავის აპარატი + 1200 კაფსულა].

წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. საწვავის 30-49.99 ლარის შენაძენზე მიიღებთ გათამაშების 1 ელექტრონულ ბლეთს, 50-99.99 ლარზე - 2 ბილეთს ხოლო 100 ლარზე ზევით შენაძენზე 5 ბილეთს. ასევე შესაძლებელია კლუბის ბარათზე დაგროვილი ქულები გადაცვალოთ გათამაშების ბილეთში, 100 ქულა = 1 ელექტრონულ ბილეთს, რომელიც დოლურაში მოხვდება ყველა სხვა ბილეთთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის გალფ კლუბის წევრი, ბარათის მიღება შეუძლია გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ან გალფის საიტიდან ონლაინ რეჟიმში.

მიმდინარე ბილეთების ნახვა და ქულებით ბილეთის შეძენა შეგიძლიათ გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე www.GulfClub.ge;

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველი თვის ბოლოს TV პირველის პირდაპირ ეთერში, 19:30 საათზე. გათამაშების დღეებია: 15 ივლისი, 12 აგვისტო, 9 სექტემბერი. თითოეულ გათამაშებაზე პირდაპირ ეთერში გამოვლინდება 7 გამარჯვებული.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია