გალფი განათლებისთვის
26 აპრილი 2021
https://gulf.ge/uploads/promo_news/105/ge/wide/97a73df194f857988791c6be2cb9b1ba.jpg
კომპანია გალფისა და ეროვნული ბიბლიოთეკის  ურთიერთთანამშრომლობით წამოწყებული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, გალფი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებზე იწყებს ზრუნვას.

ვინაიდან დღეს სრულყოფილი განათლების მიღება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია, ბავშვებისთვის საჭირო  კომპიუტერების მიწოდების მიზნით, გალფის ქსელში  ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. აქცია “ბავშვებისთვის” 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. Gulf Club-ის ბარათით შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი სპეციალურ ანგარიშზე ავტომატურად გადაირიცხება.

პროექტის მიზანია ინტერნეტისა და კომპიუტერებთან წვდომის ხელშეწყობა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რათა სწავლა ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ახალგაზრდისთვის.
 
კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა www.edu.gulf.ge სადაც ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს. ასევე თითოეული მომხმარებელი ყოველ ტრანზაქციაზე SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას თუ რა თანხას გადარიცხავს კომპანია მისი სახელით და იმ მომენტისთვის ჯამში რა თანხაა მობილიზებული.
© სან პეტროლიუმ ჯორჯია