შეთავაზების დეტალები
ნავთობკომპანია გალფი საშუალებას გაძლევთ გადაცვალოთ 100 ქულა (1 ლარი) გიორგი მიქაძის კონცერტის 2 VIP ბილეთში.
 
ბილეთების მისაღებად აუცილებელია გალფ კლუბის ბარათზე დაგროვილი გქონდეთ 1000 ქულა, რომლის გადაცვლის შემდეგ ბილეთების ასაღებად უნდა გვეწვიოთ გალფის სათაო ოფისში. მის: თბილისი, ჭავჭავაძის #34 (პიქსელის შენობის მე-6 სართული).
 

ადგილზე უნდა წარადგინოთ მიღებული ვაუჩერის სმს კოდი. ვაუჩერში გადახდილი თანხის (ქულის)  უკან დაბრუნება ან გაცვლა არ ხდება. ვაუჩერით პროდუქტის მიღება შესაძლებელი იქნება მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ერთი ვაუჩერით მიიღებთ კონცერტის 2 ბილეთს.

 

კონცერტის შესახებ:

 
4 აგვისტოს, Check In Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ აშშ-ში მოღვაწე ბრწყინვალე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტს „ვოისა“. კონცერტი ეძღვნება საქართველოს დამოკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

VOISA
 არის უნიკალური პროექტი, რომლითაც საქართველო მსოფლიომ გაიცნო.
ის ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკალურ მიმართულებებს საინტერესოდ აერთიანებს და ერთნაირად არის მიმზიდველი როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსმენელისთვის.

მისი პრეზენტაცია 2016 წელს ნიუ იორკში, პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში Shape Shifter Lab შედგა, 2017 წლის 14 ივნისს კი ფართო საზოგადოებას პეკინის საკონცერტო დარბაზში წარუდგინეს.
 
კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის, „ბლექ სი არენას“ სცენაზე წარდგებიან პროექტის ავტორი, გიორგი მიქაძეანსამბლი „ბასიანი“ და All-Star Band-ი რეიდარ ელისის, ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის, დიტო საკანდელიძის და რონი ეითანის შემადგენლობით. პროექტის ნოვატორული დადგმა ხორციელდება ბასა ფოცხიშვილის რეჟისურით.
 
კარის გახსნა: 19:00 
დასაწყისი: 21:00
შეთავაზების პარტნიორი

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"

სათაო ოფისი: თბილისი, ჭავჭავაძის 34. 0179

საინფორმაციო ელ.ფოსტა: info@gulf-ge.com

ტელეფონი: +(995 32) 2496 444

ცხელი ხაზი: *0007

 

მდებარეობა
© სან პეტროლიუმ ჯორჯია