გალფის საწვავის ლაბორატორიული კვლევები
3 ივნისი 2021

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ და საერთაშორისო კვლევითმა ლაბორატორია SGS-მა გალფის საწვავების ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევა ჩაატარეს. ლაბორატორიებმა გამოიკვლიეს კომპანია გალფის ოთხი პროდუქტი: ჯიფორს სუპერი, ჯიფორს პრემიუმი, ჯიფორს ევრო რეგულარი და ჯიფორს ევროდიზელი.

 

კვლევის პასუხების თანახმად, გალფის ოთხივე პროდუქტი სრულიად შეესაბამება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ისე EURO 5-ის სტანდარტებს. გალფის ბენზინში დასაშვებზე ბევრად ნაკლებია გოგირდის შემცველობა და თითქმის არ აღინიშნება ტყვია. ასევე მინიმუმამდე დაყვანილი არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, რაც გარემოზე ნაკლები ზიანის მომტანია.

 

მსურველებს კვლევების შედეგების დეტალური რეპორტის ნახვა საჯაროდ გალფის ვებ ვერდზე შეეძლებათ.

მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებით კომპანია გალფის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწვავის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და ავტომობილებისთვის.

 

G-Force Super

 

G-Force Premium

 

G-Force Euro Regular


G-Force Diesel

© სან პეტროლიუმ ჯორჯია