"გალფ კლუბის წესები და პირობები"
Gulf Club-ის სახით კომპანია გალფი თავის მომხმარებელს მომენტალური ფასდაკლებისა და ქულების დაგროვების ბარათს სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც ყოველ შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე 10 თეთრიანი ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.
ყოველ ოთხშაბათსა და კვირას კი გაზრდილი ფასდაკლების დღეებია და მოქმედებს ფიქსირებული 15 თეთრი ფასდკლება ყველასთვის!
გარდა ამისა, Gulf Club-ის მომხმარებელს ქულების დაგროვებასაც თავაზობს - 2023 წლის 1 თებერვლიდან განახლებული პრინციპი ამოქმედდა და ყოველ შეძენილ 1 ლარის ღირებულების საწვავზე 1 ქულა გროვდება (1₾=1 ქულა). დაგროვებული ქულების დახარჯვა შესაძლებელია „გალფ სთორის" მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი პროდუქტის შეძენის დროს.
გალფ კლუბის ბარათით სარგებლობა შესაძლებელია გალფის თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურებზეც https://gulfplus.ge/
"გალფ კლუბის" წესები და პირობები:
- "გალფ კლუბის" ბარათით ფასდაკლების მიღება შესაძლებელია გალფის ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
- ერთ პიროვნებაზე გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი, ბარათის ღირებულებაა 2 ლარი.
- "გალფ კლუბში" გასაწევრიანებლად, ფიზიკურმა პირმა უნდა შეიძინოს ბარათი, შეავსოს საინფორმაციო ანკეტა, რომელზე ხელმოწერითაც დაადასტურებს თანხმობას გალფ კლუბის წესებსა და პირობებებზე, ან შეძენილი ბარათი თავად გაააქტიუროს ვებ გვერდის საშუალებით: ბარათის გააქტიურება
- დაგროვებული ქულების შესახებ ინფორმაცის შემოწმება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.Gulf.ge, Gulf Club-ის მობაილ აპლიკაციაში ან კომპანიის ცხელ ხაზზე *0007.
- გალფ კლუბით სარგებლობის დროს ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ნაღდი ან საბანკო ბარათით, თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურებზე კი გადახდის ამ ორ მეთოდს ემატება გალფ კლუბის ქულებიც (მობილური აპლიკაცის საშუალებით).
- მხოლოდ "გალფ კლუბის" ბარათის მფლობელს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გალფის ყველა მარკეტინგულ აქციასა და გათამაშებაში.
- ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე *0007.
- ბარათის მოქმედების ვადაა 3 წელი. ვადის გასვლის დროს ბარათი არააქტიური ხდება და მასზე დაგროვებული ქულები ნულდება. ქულების შესანარჩუნებლად ბარათის აღდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე. აღნიშნულის თაობაზე, მომხმარებელს ორი კვირით ადრე ეგზავნება შეხსენებითი სახის საინფორმაციო სმს შეტყობინება, პროგრამაში დარეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე.
- ბარათი და მასზე დაგროვებული ქულები, სასაჩუქრე ვაუჩერები წარმოადგენს შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"-ს საკუთრებას. შესაბამისად, განკარგვის სრული ავტორიტეტი ენიჭება კომპანია გალფს.
- იმ შემთხვევაში, თუ ყოველ, უწყვეტ ექვსთვიან პერიოდში, საწვავი მინიმუმ ერთხელ მაინც არ იქნება შესყიდული გალფ კლუბის ბარათის გამოყენებით, ასეთი ბარათი ავტომატურად ჩაითვლება არააქტიურად და მასზე დაგორვებული ქულები განულდება. აღნიშნულის თაობაზე, მომხმარებელს ორი კვირით ადრე ეგზავნება შეხსენებითი სახის საინფორმაციო სმს შეტყობინება, პროგრამაში დარეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე.
- 2023 წლის დეკემბრიდან გალფ კლუბის ლოიალობს სისტემას უერთდება გალფის ავტოგასამართ სადგურებზე მდებარე სან სთორზის მაღაზიათა ქსელიც. მაღაზიაში ქულები გროვდება სტანდარტული პრინციპით 1₾=1 ქულას, დაგროვებაში მონაწილეობს მაღაზიაში წარმოდგენილი ყველა პროდუქტი გარდა სახელმწიფო კანონმდებლობითა და კომპანიის შიდა განაწესით განსაზღვრულ პროდუქტებისა (მაგალითად ქულები არ გროვდება: თამბაქოს ნაწარმზე, ლოტოს და ლატარეის ბილეთებზე და სხვა...) იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს მაღაზიაში ქულის დაგროვება აუცილებელია, შესყიდვის დასრულებამდე მოხდეს კლუბის წევრის პროგრამული იდენტიფიცირება (ტრანზაქციის დასრულებამდე). დაგროვებული ქულები წარმოადგენს კომპანიის კუთვნილებას და მასზე ვრცელდება შიდა განაწესით დადგენილი წესები, რაზეც მომხამრებელს პრეტენზია ვერ ექნება და ამ პირობაზე თანხმობა ავტომატურად ძალაში შედის მომხმარებლის მხრიდან გალფ კლუბში გაწევრიანების მომენტში.
ქულების გახარჯვის წესი:
- დაგროვებული ქულების გახარჯვა შესაძლებელია "გალფ სთორის" მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი პროდუქტის შესაძენად და ასევე ვებგვერდზე http://gulf.ge/offers-ზე განთავსებული სხვადასხვა შეთავაზების მისაღებად.
- ქულების გასანაღდებლად ბარათის მგლობელი უნდა მივიდეს "გალფ სთორში" და წარადგინოს"გალფ კლუბის" ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- 1 დაგროვებული ქულა = 1 თეთრს ("გალფ სთორის" მაღაზიათა ქსელში ანგარიშსწორებისას).
- Gulf Club-ის ბარათზე დაგროვებული ქულების განაღდება შეუძლია მხოლოდ კონკრეტული ბარათის მფლობელს, გალფ კლუბის ბარათზე ბაზაში დარეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე მისული უსაფრთხოების კოდის წარდგენის შემთხვევაში. (პროგრამული განახლების შედეგად Gulf Club-ის ბარათზე დაგროვებული ქულების განაღდების წესი შეიცვალა, "გალფ სთორის" მაღაზიაში არსებული პროდუქციის ქულებით შეძენისთვის საჭიროა ბარათის მფლობელის ტელეფონის ნომერზე მისული კოდის გამოყენება/წარდგენა - წინააღმდეგ შემთხვევაში ქულებს გამოყენება ვერ მოხერხდება. )
გალფ კლუბში გაწევრიანებით მომხმარებელი ეთანხმება, როგორც ზემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს, ასევე:
- შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უფლებამოსილია, დაამუშაოს და გამოიყენოს კლუბის წევრის პერსონალური მონაცემები საკუთარი მარკეტინგული მიზნებისათვის, მისი დამატებითი თანხმობის გარეშე;
- შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უფლებამოსილია კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით: სმს, ელექტრონული ფოსტა და სხვ. გაუგზავნოს სარეკლამო და სხვა ინფორმაცია დამატებითი თანხმობის გარეშე;
- გაფრთხილებულია მომხმარებელი მისი უფლების შესახებ, კანონით დადგენილი წესით, მოიითხოვოს შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიასაგან" თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების შეწყვეტა, მათ შორის, სარეკლამო და სხვა სახის ინფორმაციის გამოგზავნა.