G-FORCE

 

G-Force წარმოადგენს საწვავის ეფექტურ ტექნოლოგიას, რომლის მიზანია ნებისმიერი ავტომობილის სავალი მახასიათებლების სრული პოტენციალის გამოყენების უზრუნველყოფა. 

სხვა საწვავისგან განსხვავებით, Gulf G-force-ის უნიკალური ფორმულირება უზრუნველყოფს ძრავის გასუფთავებას წარმოქმნილი ნადებისა და საწვავის ნარჩენი ნივთიერებებისაგან რაც ხელს უწყობს ავტომობილის თავისუფალ სვლას.

 

G-Force-ის მთავარი უპირატესობებია:

  1. მატებს სიმძლავრეს ძრავს და საგრძნობლად ზრდის ავტომობილის სიჩქარეს
  2. ეფექტურად იცავს ძრავს ცვეთისგან
  3. ზრდის საწვავის მოხმარების ეფექტურობას - შესაბამისად ამცირებს ხარჯებს

G-Force-ის საწვავის სხვა მახასიათებლებია:

  • საწვავის გაზრდილი ეფექტურობა, შესაბამისად შემცირებული საექსპლუატაციო ხარჯები 
  • მნიშვნელოვნად შემცირებული მავნე ატმოსფერული გამონაბოლქვი და სათბური გაზები
  • საწვავის შეზეთვის გაუმჯობესებული უნარი და ცვეთის თავიდან აცილება
  • საწვავის წმენდის მაღალი უნარი, რაც აისახება სუფთა ძრავზე და საწვავის სისტემებზე
  • კოროზიისაგან დაცვა დამცავი საფარის შექმნის გზით
  • უნიკალური გამხსნელების ნარევი, რაც უზრუნველყოფს საწვავში წყლის სტაბილიზაციას და ქმნის ერთგვაროვან საწვავის ნარევს ცვლადი ეთანოლის/საწვავის კომბინაციებისგან, ამგვარად ხელს უშლის განშრევებას 
  • ხელს უწყობს ბენზინის/ეთანოლის ნარევების RVP-ს (ბენზინის ორთქლის სიმკვრივე რეიდის სისტემის მიხედვით) შემცირებას 
  • დაბალი მიკრობიოლოგიური დაბინძურება და ბიოციდების გამოყენების ნაკლები საჭიროება 
  • ძრავის გაუმჯობესებული ფუნქციონირება და ტექნიკური მომსახურების ნაკლები საჭიროება 
  • საწვავის სპეციფიკაციები, რომელიც შეესაბამება სამრეწველო სტანდარტების მოთხოვნებს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია