1000 ლიტრი საწვავი გალფისგან
17 მაისი 2016

ნავთობკომპანია გალფი იწყებს წამახალისებელ გათამაშებას Gulf Club-ის წევრებისთვის, რომელიც გაიმართება 18 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით. ყოველკვირეულად გამოვლინდება 7 გამარჯვებული, თითოეული მათგანი კი დასაჩუქრდება 1000 ლიტრი საწვავით.

 

წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. ყოველი 25 ლარის ნებისმიერი საწვავის შენაძენზე მიიღებთ გათამაშების ერთ ელექტრონულ ბილეთს (ერთ ტრანზაქციაზე არაუმეტეს 4 ბილეთისა). აუცილებელია თან იქონიოთ Gulf Club ბარათი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ გალფ კლუბის წევრი, ბარათს მიიღებთ გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ან შეგიძლიათ ბარათის მოთხოვნის გაკეთება ონლაინ რეჟიმში.

 

თქვენი ბილეთების ნახვა შეგიძლიათ წამახალისებელი გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე www.GulfClub.gewww.Gulf.ge ან Gulf Club-ის მობაილ აპლიკაციაში.

 

წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველ ხუთშაბათს 22:30 საათზე ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში, ოთხი კვირის განმავლობაში.

 

წამახალისებელი გათამაშების თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მის მიერ შერჩეული, გალფის ნებისმიერი ტიპის საწვავის 1000 ლიტრის ტალონი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:  www.GulfClub.ge

© სან პეტროლიუმ ჯორჯია